სტატიები

წინასაარჩევნო გარემო სამი წლის წინ და დღეს

რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელი კი კონკურენტუ­ნარიან წინასაარჩევნო გარემოზე მიუთითებს და უპრეცედენტო დემოკრატიულ არჩევნებს პროგ­ნოზირებს. სანამ საგარეჯოელები 2015 წლის 31 ოქტომბრის პარლა­მენტის შუალედური არჩევნების მოლოდინზე დაიწყებენ საუბარს, ისინი ჯერ იხსენებენ 2012 წლის უმაღლესი საკანონმდებლო ორ­განოს არჩევნებს.
გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ წინა საპარლა­მენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება არავის შეუზღუდავს. საგარეჯოელები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების­გან მათზე ზეწოლისა და არჩე­ვნების დღეს აგიტაციის ფაქტებს გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ საარჩევნო პროგრამებზე სრულყოფილი და დეტალური ინფორმაცია არ ჰქონიათ. იორმუღანლოელები ამბობენ, რომ 2012 წელს სახელისუფლებო კანდიდატზე შეაჩერეს არჩევანი. „ჩვენთან ეგეთი რაღაც არ ხდე­ბა ხოლმე. ჩვენ ვაძლევთ ხმას იმ პარტიას, ვინც გვინდა. ჩვენ მაშინ მთავრობას დავუჭირეთ მხარი“, –  აღნიშნავს სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი გურბან ყურბანოვი.
სოფელ მზისგულში მცხოვრები მარგო გაბრიელაშვილი კი ღიად საუბრობს 2012 წლის წინასაარჩე­ვნო პერიოდში კოალიცია „ქართუ­ლი ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობის მოსყიდვის შესახებ, თუმცა კონკრეტულ ფა­ქტებს ვერ იხსენებს. „ძალიან კარგად მახსოვს, რომ ივანიშვილმა დაარიგა ორიათასე­ბი ოღონდ ხმა მომეცითო. ხალხი მოწმეა. ამ სოფელში აიღეს კიდეც ორიათასები“,  – აცახდებს მარგო გაბრიელაშვილი(სტილი დაცუ­ლია).
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისაგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციე­ბი, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეს მონიტორინგს ახორციელებდნენ, უხეში დარღვევების კონკრეტულ ფაქტებს ასახელებენ. ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კოა­ლიცია „ქართული ოცნების“ რამ­დენიმე ადამიანის უკანონო დაპა­ტიმრების ფაქტებია მოცემული. მაგალითად, საგარეჯოს რაიონუ­ლი პოლიციის თანამშრომლებმა გია მამისაშვილმა და ბექა როს­ტიაშვილმა დააკავეს 2012 წლის 25 სექტემბერს #41 საარჩევნო უბნის კომისიისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ნათიკ რასულოვი, რომელ­საც სასამართლომ ადმინისტრა­ციული პატიმრობა 40 დღე-ღამის ვადით შეუფარდა.”
სასამართლომ დაადგინა, რომ ნათიკ რასულოვმა ჩაიდინა სა­ქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173ე მუხლით გათვალისწინებუ­ლი სამართალდარღვევა, კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შეს­რულების დროს სამართალდამცა­ვი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისად­მი ბოროტი დაუმორჩილებლობა. საია მიუთითებს, რომ ნათიკ რა­სულოვის სამართალდამრღვევად ცნობისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი ნორმები, რასაც მო­ჰყვა დაუსაბუთებელი და უკანონო დადგენილების მიღება. ეს არ არის რასულოვისათვის თავისუფლების აღკვეთის ერ­თადერთი ფაქტი. მანამდე 17 აგვისტოს „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ნათიკ რასულოვსა და ქალამადინ მამედოვს წვრილ­მანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით შეეფარდათ. ამ საქმეშიც საია ადმინისტრა­ციული პატიმრობის უკანონოდ შეფარდებას მიუთითებს, რადგან სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ეყრდნობა მხო­ლოდ პოლიციელის ჩვენებას, რაც დაუშვებელია და საფრთხის ქვეშ აყენებს ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება.
საგარეჯოელები ამბობენ, რომ 2015 წლის შუალედური არჩევნე­ბი დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩაივლის, თუმც წინასწარ უჭირთ პროგნოზირება, ვინ გახ­დება მაჟორიტარი დეპუტატი. სოფელ იორმუღანლოს ზოგიერ­თი მცხოვრები კი გამარჯვებას კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კან­დიდატს უწინასწარმეტყველებს. ისინი ამბობენ, რომ წინასაარ­ჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიდის და არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მათ­ზე ზეწოლას არ ახდენენ, თუმცა ადგილობრივები კანდიდატებს ნაკლებ კომუნიკაციას უწუნებენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ ზო­გიერთი კანდიდატის შესახებ ინ­ფორმაციას საერთოდ არ ფლობს.
„ჩვენთან მთავრობა იმარჯვებს ხოლმე. აბა მაშ როგორ? პენსია ვინ უნდა მომცეს?“,  აღნიშნავს ახმედ მამედოვი.
მოსახლეობისაგან განსხვავე­ბით, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მმართველი პარტიის მხრიდან საუბრობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ინაშვი­ლი ამბობს, რომ თამარ ხიდაშე­ლის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების დირექტორები, მასწავლებელბი და სოფლების რწმუნებულები. მისი შეფასებით, ეს საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,, საქართველოს პა­ტრიოტთა ალიანსიდან“, ასევე, ყურაღებას ამახვილებს საგარეჯოს რაიონული პოლიციის თანამ­შრომლებისაგან მოსახლეობის დაშინებაზე და იძულებაზე, მხარი დაუჭირონ თამარ ხიდაშელს. სახელისუფლებო გუნდის კან­დიდატი კი ინაშვილის ბრალდებე­ბს უარყოფს, კონკურენტუნარიან წინასაარჩევნო გარემოზე მიუთი­თებს და უპრეცედენტო დემოკრა­ტიულ არჩევნებს პროგნოზირებს.