ახალი ამბები

ახალი ამბები

სოფელ გამარჯვებაში ახალშობილის გვამი იპოვეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებასთან, ერთ-ერთი ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალშობილის გვამი იპოვეს. 

Read More
ახალი ამბები

ალაზნის სარწყავ არხში მამა–შვილი დაიხრჩო

გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში, 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. ტელეკომპანია ,,გურჯაანის” ინფორმაციით, მამა შვილთან ერთად ბანაობდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

Read More
ახალი ამბები

თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარი გამოიყო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გამოყოფილი. 

Read More
ახალი ამბები

პურის ფასი შესაძლოა, გაიზარდოს

მეხორბლეებს მსოფლიო ბაზარზე არსებული ტრენდის ფონზე საქართველოში პურის ფასის შენარჩუნების იმედი აქვთ. 

GPF-ის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველო ადგილობრივი წარმოებით მოხმარების მხოლოდ 10-15%-ს აკმაყოფილებს, ჯიშური მრავალფეროვნება რაოდენობაზე ვერ გადის.

Read More
ახალი ამბები

საია – არჩევნების დროს პოლიტიკოსებს სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის განცხადებით, ორგანიზაცია საარჩევნო პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სხვადასხვა მიმართულებთ აქტიურად იმუშავებს. 

Read More
ახალი ამბები

კახეთის ენერგოდისტრიბუცია აუქციონზე ვერ გაიყიდა

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ქონება აუქციონზე ერთიანი კომპლექსის სახით ვერ გაიყიდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ქონება 54 559 000 ლარად იყო შეფასებული, თუმცა, მისი საწყისი ფასი 27 279 500 ლარი იყო; ვაჭრობის ბიჯი – 545 590; ხოლო საგარანტიო თანხა – 2 727 950 ლარი.

Read More
ახალი ამბები

ახმეტაში ვენახების აეროფოტოგადაღება დაიწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო.

როგორც Knews.ge–ს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა გაბუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, კომპანია „რუკა მაპინგი“ პროგრამის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით გადაიღებს ვენახების აეროფოტოებს, რის საფუძველზეც შემდგომში მომზადდება საკადასტრო რუკები, ალფანუმერული ინფორმაცია მევენახეებისა და ვენახების შესახებ, ჯიშებისა და სხვა მახასიათებლების ჩათვლით. 

Read More
ახალი ამბები

გურჯაანში 320 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 9 ივლისს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვალა.

სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 320 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

Read More
ახალი ამბები

თელავში 2 აკადემიკოსს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

თელავის თემის საკრებულოს და გამგეობის გადაწყვეტილებით, განათლების და პედაგოგიკის დარგში შეტანილი წვლილისთვის აკადემიკოს შალვა და პაატა ამონაშვილებს თელავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.

Read More
ახალი ამბები

თელავში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა.

ცენტრი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამოქმედდა.

Read More