თელავში 2 აკადემიკოსს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
,,ეს ჯილდო მხოლოდ მცირე გამოხატულებაა იმ დიდი ღვაწლისა, რასაც შალვა და პაატა და მათი ოჯახები ეწევიან მომავალი თაობების აღზრდა-განათლების და ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულებით. ისინი არა მხოლოდ განათლებას ემსახურებიან, არამედ პოპულარიზაციას უწევენ ჩვენს ქვეყანას, მთელ მსოფლიოს აცნობენ მის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს“ – განუცხადა knews.ge-ს თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა.
„ეს ყველაზე დიდი და საპატიო ჯილდოა, რასაც ვისურვებდი, რადგან ჩემი მშობლიური კუთხის, სოფლის, ჩემი ხალხის მიერ გამოხატული დაფასება და პატივისცემა განსაკუთრებით ძვირფასია ჩემი ოჯახისთვის,“ – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას შალვა ამონაშვილმა.