ახალი ამბები

გურჯაანში 320 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა

გამგეობის ინფორმაციით, სეტყვამ ზარალი 4 სოფელს – ვაზისუბანს, შაშიაანს, ველისციხესა და ახაშენს მიაყენა.

,,სოფელ შაშიანში დაისეტყვა 20 ჰექტარი ვენახი, სავარაუდო დაზიანების ხარისხი შეადგენს 40-50%. სტიქიის შედეგად დაისეტყვა ერთწლიანი კულტურების 6 ჰექტარი, რომლის დაზიანების სავარაუდო ხარისხი 40-50%–ს შეადგენს. სოფელ ვაზისუბანში დაისეტყვა 70 ჰექტრამდე ვენახი, რაც საერთო რაოდენობის 20%–ს შეადგენს. სოფელ ველისციხეში დაისეტყვა 170 ჰექტრამდე ვენახი და საბოლოო ჯამში ზარალის ოდენობა 15-20%–ია. სოფელ ახაშენში კი დასეტყვილია 60 ჰეტრამდე ვენახი და მისი სავარაუდო დაზიანების ხარისხი 30%–ს აღწევს. სტიქიის შედეგად, ასევე, დაისეტყვა კურკოვანი ხილის 40 ჰექტარი და დაზიანების ხარისხი 25–დან 30%–მდე მერყეობს”, – აცხადებენ გამგეობაში.