ახმეტაში ვენახების აეროფოტოგადაღება დაიწყო
მისივე განმარტებით, ვენახების კადასტრის პროგრამა მოიცავს ვენახების ფართობების აღრიცხვას, რეგისტრაციას, პასპორტიზაციას, სპეციფიკური ზონების/საზღვრების დაზუსტებასა და მევენახეობის კადასტრის წარმოებას. ~
“საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი სამანიშვილმა.
მისი თქმით, სამუშაოების შემდეგ მევენახეები მიიღებენ სპეციალურ პასპორტს, რომლის საშუალებით მათ ღვინის კომპანიებთან კომუნიკაცია მარტივად შეეძლებათ და ყურძნის ჩაბარების პროცესიც გაუმარტივდებათ. გარდა ამისა, გაჩნდება ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა.
„კადასტრის პროგრამა ღვინის კომპანიებს დაეხმარება სანედლეულო ბაზის პროგნოზირებასა და პროდუქციის სიმძლავრეების წინასწარ დაგეგმვაში, რომელიც პირდაპირ აისახება კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მევენახეებს გაუადვილდებათ კომუნიკაცია ღვინის კომპანიებთან, გამარტივდება ყურძნის მოსავლის პროგნოზირება და ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ღვინის წარმოების ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა“, – აღნიშნა სამანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2015-2016 წლებში კადასტრის პროგრამა თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. პროგრამა ეტაპობრივად კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.