ახალი ამბები

კახეთის ენერგოდისტრიბუცია აუქციონზე ვერ გაიყიდა

კომპანია აუქციონზე გასაყიდად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაიტანა. დღემდე კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და გაკოტრების მმართველი, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიკა ვალიშვილი განმარტავს, რომ მთავრობა კახეთის ენერგომომარაგებაში არსებული პრობლემების მოგვარებას გამანაწილებელი კომპანიის კიდევ ერთხელ გასხვისებით გეგმავს. მისივე მტკიცებით, წლის ბოლოდან კომპანიაში აქტიური საინვესტიციო პოლიტიკა განხორციელდება.

„ჩვენ სახელმწიფოს კომპანიის კერძო მფლობელობაში გადასვლის სურვილი გვაქვს, რადგანაც ეს პრაქტიკა განსაკუთრებით გამანაწილებელ კომპანიებში კარგად მუშაობს”, – აღნიშნა მარიკა ვალიშვილმა.

როგორც კომპანიის გვერდზეა მითითებული, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება აქვს.

შეგახსენებთ, რომ ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2003 წელს შეიქმნა. 2005 წლიდან კი გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა, რაც 2008 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. აღნიშნულ პერიოდში კომპანია აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად ლიტვურმა კონცერნმა ,,ახემა-გრუპემა“ შეიძინა, თუმცა კომპანია დღემდე გაკოტრების რეჟიმში მუშაობს.