საია – არჩევნების დროს პოლიტიკოსებს სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ
მისი თქმით, საია საარჩევნო პროცესებში ჩართულ კანდიდატებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.
,,პროექტი დავიწყეთ გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების დროს. ის, ასევე, მოიცავს წლევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდსაც. წელს, პროექტის ფარგლებში, ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს. სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ 10 დამოუკიდებელ კანდიდატს, დავაკვირდებით 60 პოლიტიკურად აქტიური ადამიანის საქმის სტრატეგიულ წარმოებას სასამართლოებში, ასევე განვახორციელებთ დაკვირვებას საარჩევნო დავებთან დაკავშირებით 80 საქმეზე საქართველოს მასშტაბით”,- განუხადა knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა.