სად ირიცხება საქართველოდან ფული – ტოპ 5 ქვეყანა
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში, საქართველოდან უცხოეთში 30,438 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 6,9%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის აპრილში გადარიცხვებმა 28,478 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში გადმორიცხვებს, 2024 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24,8%-ით შემცირდა და 278,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის აპრილში – 370,340 მლნ აშშ დოლარი იყო.
2024 წლის აპრილში საქართველოდან ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემდეგ 5 ქვეყანაში განხორციელდა:
თურქეთი – 6,281 მლნ აშშ დოლარი
რუსეთის ფედერაცია – 3,561 მლნ აშშ დოლარი
აზერბაიჯანი – 3,501 მლნ აშშ დოლარი
უკრაინა – 2,302 მლნ აშშ დოლარი
საბერძნეთი – 1,642 მლნ აშშ დოლარი