საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
საქართველოს ეროვნული პლატფორმა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს, – აღნიშნულის შესახებ განცახდებას საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს.
„2009 წლის 7 მაისს, ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანას თანამშრომლობის ახალი ფორმატი, აღმოსავლეთის პარტნიორობა შესთავაზა, რომლის მრავალი მიზნიდან ერთ-ერთი მთავარი მიზანი დემოკრატიისა და ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობა იყო.
აღმოსავლეთის პარტნიორობა ხელს უწყობს 6 ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ზემოაღნიშნული ფორმატის ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელებისათვის სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ, ამიტომ საქართველოს ეროვნული პლატფორმა წლების განმავლობაში ხელს უწყობდა აღმოსავლეთის პარტნიორობის, როგორც მრავალმხრივი (ევროკავშირი –პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნები და ურთიერთობები თავად ამ ქვეყნებს შორის), ასევე, ორმხრივი (ევროკავშირი – საქართველო) პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, გასულ წელს, საქართველოს ეროვნული
პლატფორმის მიერ საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც შექმნა თანამშრომლობის ფორმატი და პოზიტიური წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. საქართველს ეროვნული პლატფორმაში ერთიანდება 150-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელთაც აერთიანებს მთავარი, საქართველოს კონსიტუციით გამყარებული მიზანი – საქართველოს ევროკავშირში ინტერგაციის მხარდაჭერაა.
მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ანტი-ევროპული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ დაარეგისტრირა საქართველოს პარლამენტში ა.წ. 3 აპრილს, ეროვნულმა პლატფორმამ ზემოაღნიშნული მემორანდუმი 4 აპრილს შეაჩერა და მოუწოდა საქართელოს პარლამენტს გაეწვიათ ეს ინიციატივა. დაეწყოთ ღია, ინკლუზიური და სამოქალქო სექტორის ფართო ჩარტულობით ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და საქართველო დაუახლოვდეს მის სანუკვარ მიზანს – ევროკავშირის სრულიფლებიან წევრობას. პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს მცდელობა არ დაუკლიათ – ჩართულიყვნენ ,,უცხოურლი გავლენის“ კანონპროექტის შესახებ საგნობრივ მსჯელობაში, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების ფარგლებშიც, მაგრამ ამაოდ.
სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ შეისმინა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევა, გაეწვიათ რუსული კანონი. 14 მაისს მე-10 მოწვევის პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომელმაც მიღებამდე განვითარებული ძალადობის, დაშინების, სტიგმატიზაციისა და განსხვავებული აზირს დევნა დააკანონა.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება! ჩვენ, საქართველს ეროვნული პლატფორმის წევრები, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარე მასშტაბური რეპრესიების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მშვიდობიანი პროტესტით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმა საბოლოოდ წყვეტს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს“- ნათქვამია განცხადებაში.