სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა – გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ორი ახალგაზრდა მოკლეს.
30 წლამდე ასაკის მამაკაცები სოფლის ცენტრში, ერთმანეთს ცოტა ხნის წინ, ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი შურისძიება გახდა. კარდენახში ჰყვებიან, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთთან წლების განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მომხდარის დეტალებს სწავლობს.