ახალი ამბები

თელავში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა

როგორც knews.ge-ს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა, მაია ფურცხვანიძემ განუცხადა, მედიაცენტრები ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სუბიექტებსა და ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას. მისივე ინფორმაციით, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკური პარტიების ექნებათ შესაძლებლობა, უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეში გაავრცელონ ინფორმაცია და მოწაყონ დისკუსიები. 
,,მედიაცენტრებში დაგეგმილია მედიაბრიფინგების ჩატარება, კანდიდატებს შორის დებატების და დიალოგის მოწყობა, ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. არჩევნების დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და სადამკვირვებლო მისიებს შესაძლებლობა ექნებათ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგები გამართონ. ცენტრი უზრუნველყოფს უსაფრთხო და ნეიტრალურ სამუშაო გარემოს შექმნას შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით”, – განუცხადა Knews.ge-ს მაია ფურცხვანიძემ. მედიაცენტრებს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.