ყველაზე მეტი შემოწირულობა 2026 წელს პარტიებმა: „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“ და „ხალხის ძალამ“ მიიღეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით 5 522 000 ლარი მიიღო (161 შემომწირველი); მას მოჰყვება “ლელო“, რომელმაც 306 900 ლარი მიიღო (24 შემომწირველი); “ხალხის ძალა“ – 273 000 ლარი (7 შემომწირველი); “ნეიტრალური საქართველო“ – 197 329 ლარი (47 შემომწირველი); “თავისუფლების მოედანი“ – 125 106 ლარი (318 შემომწირველი); “ნაციონალური მოძრაობა“ – 51 097 ლარი (215 შემომწირველი), “ფედერალისტები“ – 41 045 ლარი (50 შემომწირველი); სხვა პარტიები – 48 524 ლარი (138 შემომწირველი).
2026 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა, რომლის თანხობრივი მაჩვენებლით ჯამში, 6 565 361 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტს წარუდგინა მოხსენება სახელწოდებით – „პოლიტიკური პარტიების, უცხოეთის აგენტების, უცხოური გრანტების მიმღებ და უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ“.
“პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისთვის სამსახური პოლიტიკურ პარტიებს აქტიურ რეჟიმში უწევს საკონსულტაციო მხარდაჭერას. 2026 წელს 14 პოლიტიკური პარტიის მიმართ 54 სატელეფონო კონსულტაცია განხორციელდა“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

