ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „ადამაანთ ციხე“- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ- ფოტოები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი „ადამაანთ ციხე“ მდებარეობს სოფელ რუისპირის ცენტრში.

ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

თავდაცვითი-საცხოვრებელი ნაგებობა სამსართულიანია, კოშკური ტიპის და წარმოადგენს რიყის ქვით ნაგებ შენობას, რომელიც შედგება ორი სხვადასხვა სიმაღლის ნაწილისგან. ორივე ნაწილის ზედა სართული ბანია, აღჭურვილია სალოდეებითა და ქონგურებით. პირველი სართული მარანს წარმოადგენს, მეორე საცხოვრებლია, ხოლო მესამე საბრძოლო. პირველ სართულზე განთავსებულია ქვითკირის საწნახელი და ჩაყრილია ქვევრები. მეორე სართულებზე მოხვედრა ასაწევი კიბით იყო შესაძლებელი, ხოლო მესამეზე კედელში მოწყობილი ასასვლელი კიბით. სართულები ასევე აღჭურვილია სათოფურებით. ძეგლი დათარიღებულია XVIII საუკუნის ბოლო პერიოდით.