სოფელ გამარჯვებაში ახალშობილის გვამი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილის დედა იმყოფება დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოს შენობაში, სადაც მისი დაკითხვის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსისი 112-ე მუხლით, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ. დანაშაული ისჯება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ამჟამად უცნობია ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა თუ დაბადების შემდეგ გარდაიცვალა.