ალაზნის სარწყავ არხში მამა–შვილი დაიხრჩო
სამაშველო სამასახურმა ბავშვის ცხედარი დღეს გამთენისას იპოვა, მამის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.
როგორც Knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.