10 ოქტომბერს თელავი ევროპის დღეს უმასპინძლებს
10 ოქტომბერს კახეთი ევროპის დღეს უმასპინძლებს — ღონისძიება სოფელ კისისხევში, მეღვინეობა „მოსმიერში“, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
„აღმოაჩინე ევროპა კახეთის გულში“ — ამ გზავნილით ევროპის დღე წელს კახურ და ევროპულ კულტურას, ტრადიციებს, გემოებს, მუსიკასა და საინტერესო ისტორიებს გააერთიანებს.
ორგანიზატორების განცხადებით, სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ: ქართულ-ევროპული სუფრა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების კულტურული და გასტრონომიული სივრცეები, ევროკავშირის პროექტების ინტერაქციული აქტივობები, ქვიზები და თამაშები, კახური მრავალხმიანობა და ევროპული ცეკვები, VR მოგზაურობა ევროპის ქალაქებში, ველოტური, ფოტოგრაფიის ვორქშოპი, „მწვანე კუთხე“, სამაგიდო თამაშები და თეატრალური წარმოდგენა. ევროპული გასტრონომია, ინტერაქციული, კულტურული აქტივობები, ქვიზები, თამაშები და საინტერესო ისტორიები გელოდებათ.
ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება ქართულ-ევროპული სუფრა, რომლის კურატორია შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე. პროგრამაში ასევეა Wine Art-ის მასტერკლასი და ღვინის ინტერაქციული დეგუსტაცია.
დღის ბოლოს კი დაგეგმილია ჯგუფის „გამოუვალი მდგომარეობა“ კონცერტი, რომელიც ქალაქ თელავის მთავარ მოედანზე, თეატრის წინ იგეგმება.
ღონისძიების გვერდი: https://www.facebook.com/share/19nopQauoz/
ვებგვერდი: https://eu4georgia.info/46kOyGS

