მილიონობით აუთვისებელი ლარი კახეთის მუნიციპალიტეტებში
კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში 2016 წლის ბიუჯეტებიდან რეგიონში 4 მილიონ ლარზე მეტი აუთვისებელი თანხა დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები აუთვისებელ საბიუჯეტო სახსრებს საკუთარი შემოსავლებიდან წლის ბოლოს გაზრდილ თანხას უკავშირებენ. საკრებულოების გადაწყვეტილებით, დარჩენილი თანხები მიმდინარე წელს სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება.
