სტატიები

მალე ბაზარზე ახალი ტექნოლოგიით დამზადებული თუშური ყველი გამოვა

საწარმოში მას გუდის ყველი თუშური მეთოდით გამოჰყავს. როგორც ახალგაზრდა ფერმერი აღნიშნავსს, ის ერთადერთია, რომელიც უმარილო, მშრალ თუშურ ყველს დაძველების ტექნოლოგით ამზადებს.
,,მოგეხსენებათ თუშებს მამა-პაპათგან მოგვდგამს მესაქონლეობა და ტრადიციული თუშური გუდის ყველის წარმოება. ბავშვობიდან მქონდა შეხება ამ სფეროსთან და დაახლოებით 12 – 13 წლიდან მეც დავიწყე ყველის წარმოება. ტრადიციული თუშური მეთოდით ვაკეთებთ გუდის ყველს, რომელიც ცხვრის ტყავში გადის მომწიფების პროცესს, როგორც მამა-პაპა აკეთებდა“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ქარსამაულმა.

გიორგი ამბობს, რომ გასულ წელს მან აღადგინა ყველის დამზადების ძველი თუშური ტრადიცია, რაც პროდუქციის გემოვნურ თვისებებზე აისახება.

,,სამწუხაროდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენც და თითქმის ყველა მეცხვარე პოლიეთილენის პარკებში ვდებდით ყველს, რაც მის გემოვნურ თვისებებზე ცუდ ზეგავლენას ახდენდა. შარშან ზაფხულიდან ძველი ტრადიცია აღვადგინეთ და ისევ გუდაში ანუ ცხვრის ტყავში დავიწყეთ კეთება. საზოგადოება პოლიეთილენში გამოყვანილ ყველსაც გუდისას ეძახის და გონია ერთი და იგივე, რაც ძალიან ცუდია. ყველის გემოვნურ თვისებებზე სწორედ გუდა (ცხვრის ტყავი) ახდენს დიდ გავლენას, ასევე დამოკიდებილია საძოვარზე და წყალზე“, – აცხადებს ფერმერი.

ქარსამაულმა ექსპერიმენტიც ჩაატარა და გამოიყვანა მშრალი დაობებული უმარილო ყველი გამოიყვანა. ის ამბობს, რომ ყველის ამ სახეობაზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა. წელს ამ მხრივ წარმოების გაზრდას და საზოაგდოებსითვის სიახლის შეთავაზებას გეგმავს. გიორგიმ საწარმო საკუთარი სახსრებით გააფართოვა, ახლა მის სახელწოდებასა და შეფუთვაზე მუშაობს.

,,სიახლეა ის, რომ წელს ყველის რაოდენობას გავზრდი და 5 სახეობის ყველი გვექნება ბაზარზე გასატანათ. ამ ეტაპზე ვაპირებ საწარმოს დარეგისტრირებას სახელწოდებით ,,საალმე“ “, – ამბობს გიორგი ქარსამაული.

ახალგაზრდა მეწარმეს საკუთარი ფერმა აქვს და შესაბამისად რძის ყიდვა აღარ უწევს. ქარსამაული თუშური გუდის ყველს სიღნაღსა და თბილისში რესტორნებსა და ღვინის ბარებში ყიდის.

,,ყველს ვაბარებ ხოხბის ცრემლებში, ანდერგრაუნდში, აზერფაშაში, პაპრიკა და სხვა რესტორნებში. გუდის ყველი 25 ლარი ღირს, ხოლო დაძველებულ ყველის ფასი კი 60 ლარს შეადგენს. 
დიდი სურვილი მაქვს, დავხვეწო ტექნოლოგიები და წარმოებაში დავნერგო ევრო სტანდარტები, რაც დიდ მატერიალურ ხარჯთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ჩვენივე ძალებით წინსვლას“, – აღნიშნავს ქარსამაული. 

გიორგის იგი გამოფენებსა და ფესტივალებში სამოამვლოდ აქტიურ მონაწილეობას გეგმვას.

,,უკვე 3 გამოფენაში მივიღეთ მონაწილება, რაც ძალიან მნიშნელოვანია და ჩვენს პროდუქციას ცნობადობას უმაღლებს. ჩემი სამომავლო გეგმები ძალიან დიდია. მინდა, რომ მეყველეობა პოპულარული დარგი გახდეს და მასში რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს. მინდა, რომ მხოლოდ ტრადიციული დუდით აღარ შემოიფარგლოს თუშური ყველის მომავალი, ამისთვის ძალ ღონეს არ დავიშურებ. ზახულში ჩემს საყველეში ევრო სტანდარტების შესაბამისად წესების დაცვით, თუშური ტექნოლოგიით, დაძველებული ყველის გაკეთებას ვგეგმავ“, – აღნიშნავს ფერმერი.

გიორგი ქარსამაული, ფერმერი