ახალი ამბები

დღეს თელავის თეატრი ახალ წარმოდგენას უმასპინძლებს

,,სპექტაკლში მონაწილეობენ სტუდიის ახალგაზრდა მასახიობები სალომე მაისურაძე, მარიამ მაისურაძე, ნინი დვალიშვილი, ბექა პაპუნაშვილი, დათა ხუნაშვილი, ლაშა წიფლაშვილი, ელიზბარ ნერსესოვი. სპექტაკლში გამოყენებულია მსოფლიო და ქართული ლიტერატურული კლასიკის ნაწარმოებები. ეს არის წინასადიპლომო ნამუშევარი. მხატვარი გახლავთ ლევან როსტომაშვილი, კოსტუმების მხატვარი ქეთევან ნარეკლიშვილი, ქორეოგრაფი ცისია ჩოლოყაშვილი.  მუსიკა შეარჩიეს თემურ ხუნაშვილმა და ნათია სარაჯიშვილმა. ინსცენირების ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და სასცენო მეტყველების პედაგოგია თემურ ხუნაშვილი, ხოლო ჯგუფის ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გოგი ჩაკვეტაძე”, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა.

სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება.