ახალი ამბები

ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები საარჩევნო პროგრამებს წარადგენენ

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ოთხივე კანდიდატი საარჩევნო პროგრამებს უნივერსიტეტის უმაღლესის სასწავლებლის აკადემიური საბჭოს წევრებს, თანამშრომლებს, სტუდენტებს, მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს წარუდგენს. 

Read More
ახალი ამბები

თელავის გამგეობაში გამოცხადებულ 42 ვაკანტურ ადგილზე 550 განაცხადია შესული

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ 42 ვაკანსიაზე, ამ დროისთვის 550 განაცხადია რეგისტრირებული. უწყების ადმინისტრაციული სამსახურის სამსახურის უფროსის, ნინო აფციაურის თქმით, დაგეგმილი იყო კონკურის 40 ვაკანსიაზე გამოცხადება, თუმცა 2 დაემატა.

Read More
ახალი ამბები

რადიო ჰერეთის დამფუძნებელი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს

რადიო ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე, დღეს,16.30 საათზე, თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განცხადებას გააკეთებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის დაფუძნებული კომპანია “ენერჯიგრუპისა” და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) დავაზე, უკანონო ქმედებებზე.

Read More
ახალი ამბები

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი მიწის კანონის გამკაცრებას ითხოვს

უცხოელებისათვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი გაუქმებულია, თუმცა ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ვერ თანხმდება.

Read More
ახალი ამბები

ლაგოდეხის გამგეობა 7 გათავისუფლებულ რწმუნებულს 16 000 ლარამდე გადაუხდის

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალოტეტის გამგეობა შვიდ გათავისუფლებულ რწმუნებულს, კომპენსაციის სახით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით 16 000 ლარს გადაუხდის.

Read More
ახალი ამბები

თელავში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

Read More
ახალი ამბები

ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა

სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ პოლისების გაძვირების მიზეზი მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატებაა. ლარის გაუფასურების გამო ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა. 

Read More
ახალი ამბები

დღეს სოფელ რუისპირს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე თელავის მინიციპალიტეტის სოფელ რუისპირს ენერგომომარაგება დროებით შეუწყდება. სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციაში” აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი გამანაწილებელ ქსელზე ავარიული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

Read More
ახალი ამბები

რეგიონებში LED გარე განათება დამონტაჟდება

რეგიონებში LED გარე განათება დამონტაჟდება, რომელიც ქალაქის გარე განათების შუქდიოდების სისტემაზე გადაყვანას გულისხმობს. ახალი სანათების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა, რაც გარე განათებებში დახარჯულ ელექტროენერგიას 60%-ით შეამცირებს. დიოდების ექსპლუატაციის ვადა 10 წლამდე განისაზღვრება.

Read More
ახალი ამბები

1 დოლარის ფასი 2.17 ლარია

ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.17 ლარი ღირს. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან, 17 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1782 ლარად იქნება შესაძლებელი. 

Read More