ახალი ამბები

რადიო ჰერეთის დამფუძნებელი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს

სასამართლო დავის საგანს, რომელიც “ენერჯი გრუპის” მიზეზებით უკვე მეოთხედ გადაიდო, წარმოადგენს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის სარჩელი, რომელიც აცხადებს რომ იგი არ არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი და კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მისი დაფუძნებული კომპანიის “ენერჯიგრუპისთვის” მინიჭებული რადიო სამაუწყებლო ლიცენზია უკანონოდ გამოაცხადა ძალადაკარგულად.
პარალელურად, სააპელაციო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნული კომისიააპროტესტებს რადიო ჰერეთის მიერ მოგებულ პროცესს ქ.თბილისის ადმინისტრაციულსაქმეთა კოლეგიაში, რომლითაც კომისიას დაევალა ხელახლა შეესწავლა რადიოჰერეთის კონკურსზე წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და შესაბამისი გადაწყვეტილებაგამოეტანა. 
ჰერეთმა კომისიას მას შემდეგ უჩივლა, რაც თბილისში კონკურისწესით რადიო სამაუწყებლო ლიცენზია არა მას, არამედ “ენერჯი გრუპს” მიენიჭა. ჰერეთიმიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა კონკურის პირობებს.
რადიო ჰერეთის ადვოკატი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან” ეკატერინე ციმაკურიძე აცხადებს, რომ ამ ორი პროცესის დავის საგანი აბსოლუტურად სხვადასხვაა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ კომუნიკაცების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე დავაიქამდე შეაჩერა, ვიდრე “ენერჯი გრუპი” პირველი ინსტანციის პასუხს არ მიიღებს.
სააპელაციოს აღნიშნული გადაწყვეტილება ჰერეთმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, პირველი ინსტანციის სასამართლომ კი სადაც “ენერჯი გრუპსა” და კომისიას შორის დავა მიმდინარეობს ჰერეთი მესამე მხარედ არ ჩართო. 
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც კომისიამ მედიაში გავრცელებული ცნობების და “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” განცხადების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. 
2014 წლის 15 იანვარს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედიაში გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე დაადგინა, რომ შპს “ენერჯი გრუპის” წარმომადგენლები: კახა ბაინდურაშვილი და მისი თანადამფუძნებელი ლაშა ჩხენკელი ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები არიან, რითაც ამ კომპანიაზე ლიცენზიის გაცემით მაუწყებლობის კანონი დაირღვა. 
კომისიამ პარლამენტის ოფიციალური წერილით, რომელსაც ხელს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტან ხმალაძე აწერს და “საქართველოს კანონის სავაჭრო სამრწეველო პალატის” შესახებ იხელმძღვანელა, სადაც ნათქვამია, რომ პალატის საქმიანობას პრემიერ მინისტრი მეთვალყურეობს. 
კომისიამ გადაწყვეტილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოაცხადა “ენერჯი გრუპზე” 2013 წლის 26 აგვისტოს გაცემული რადიოსამაუწყებლო ლიცენზია, თუმცა არ მიანიჭა რადიო ჰერეთს, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციების და ანალიზის საფუძველზე და პარლამენტის საგამოძიებო დასკვნის მიხედვით ცალსახად აკმაყოფილებდა კონკურსის ყველა კრიტერიუმს. დავა, დღეს, 16.30 საათზე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განახლდება. ინფორმაციას რადიო ,,ჰერეთი” ავრცელებს.