ახალი ამბები

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი მიწის კანონის გამკაცრებას ითხოვს

მთავრობას კანონპროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დაუწუნა და ალტერნატიულ ვერსიაზე მუშაობს. ალტერნატიული კანონპროექტი კი უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიწის საკუთრებაში გადაცემისას დამატებით შეზღუდვებსა და კრიტერიუმებს აწესებს. ინფორმაციას eugeorgia.info ავრცელებს.

“ჩვენი მთავარი შენიშვნა იყოს ის, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ყველას შეუძლია შეიძინოს მიწის ნაკვეთები, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე, თუნდაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს თუ ბანკებს. ჩვენ არ ვკრძალავთ უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის უფლებას, მაგრამ ვაწესებთ გარკვეულ მოთხოვნებს, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: მას უნდა ჰქონდეს მიწაზე მუშაობის გამოცდილება, ბინადრობის უფლება, გარკვეული საინვესტიციო პროგრამა,”-აცხადებს eugeorgia.info-სთან საუბრისას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტი ეკა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ეს ნორმა მესამედაც გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში.

დეტალრი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://eugeorgia.info/ka/article/222/dargobrivi-ekonomikis-komiteti-miwis-kanonis-gamkacrebas-itxovs/