ახალი ამბები

ლაგოდეხის გამგეობა 7 გათავისუფლებულ რწმუნებულს 16 000 ლარამდე გადაუხდის

სასამართლომ დააკმაყოფილა ორი რწმუნებულის სარჩელი, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ კონპესაციას ითხოვდნენ. ხუთმა რწმუნებულმა კი სასამართლოს სამსახურში აღდგენის შესახებ შესაბამისი სარჩელით მიმართა. სასამართლომ კი მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ განაცხადა, რომ სასამართლო დადგენილებით გამგეობას ხუთივე მათგანზე ხელახალი დასაბუთებული აქტის გამოცემა დაევალა.

,,ყველა მათგანი ჩიოდა სამსახურის აღდგენაზე, ორი მათგანი კი კომპენსაციის მიღებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით ორ პირს მივცემთ კომპენსაციას, ხოლო ხუთი რწმუნებულზე ხელახალი დასაბუთებული აქტის გამოცემა დაგვევალა. შესაბამისად ამ ყველა დავალებას შევასრულებთ, ”- განუცხადა რადიო ,,ჰერეთს” კახა ჯამბურიამ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 10 სოფლის რწმუნებული თანამდებობიდან 2014 წლის 14 ივლისს გათავისუფლა და მათ ადგილზე სხვა კადრები დანიშნა.