ახალი ამბები

თელავში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

ცხოველთა სისასტიკეში მხილებული თელაველი სპორტსმენის, არჩილ შაშურიშვილის მიერ თავისი ამერიკული პიტბულის სავარჯიშოდ მაწანწალა ძაღლების დაგლეჯის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას „არგუმენტი“ ავრცელებს.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლით, რომელიც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ცხოველთა სასტიკი მოპყრობის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტმა სოციალური ქსელის მეშვეობით გუშინ გაავრცელა.