ახალი ამბები

ჯანმრთელობის დაზღვევა გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს თითქმის მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ფასების მატება ფიქსირდებოდა.
საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში გასული წლის იანვრის თვესთან შედარებით ფასები 7,3 პროცენტით გაიზარდა. ფასებმა მოიმატა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 15,8%-ით. უწყების ინფორმაციით, ფასები 6,4%-ით თებერვალშიც გაიზარდა.
” ფასები ასევე გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 11,1%-ით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფზე 4,4%-ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე 5,2%-ით”, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურში. 
ფასების ზრდას ადასტურებენ სადაზღვევო კომპანიებში „ირაოსა“ და „უნისონშიც.
„კომერსანტს“ „უნისონში“ განუცხადეს, რომ მათი ფასები მიბმულია პროვაიდერი კლინიკებისა და სააფთიაქო ქსელების ფასებზე, შესაბამისად, თუ ისინი აძვირებენ ღირებულებას, სადაზღვევო კომპანიაც იძულებულია, რომ ფასებს გადახედოს.
„ირაოში“ აღნიშნავენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ არ გააძვირონ ტარიფი, მაგრამ თუ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდა, დროთა განმავლობაში ეს კომპანიის პოლისებზეც შესაბამისად აისახება.