დღეს სოფელ რუისპირს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
“10 კვ-იანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე, სოფლის ერთ-ერთ უბანში, სატრანსფორმატორო პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ქსელის ექსპლუატაციის სამსახური, ამორტიზებულ ხის საყრდენს რკინა-ბეტონის ახალი საყრდენით შეცვლის”, – აცხადებენ უწყებაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე სოფელ რუისპირსელექტრომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღუდგება.