რეგიონებში LED გარე განათება დამონტაჟდება
ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურით ჩანაცვლება ახლო მომავალში რეგიონებშიც განხორციელდება. ამ ეტაპზე LED გარე განათების დამონტაჟდება თბილისში იგეგმება. შუქდიოდურ განათებას, ეკონომიურობასთან ერთად, რამდენიმე უარყოფითი ფაქტორიც აქვს. მათი საწყისი ღირებულება ძალიან მაღალია, რადგან ასეთი სანათები, როგორც წესი, საფირონის ან სხვა ძვირადღირებული სუბსტრაქტებისგან მზადდება. ზოგიერთი გათვლით, მაღალი საწყისი ღირებულების გამო, ენერგოეფექტურობიდან სარგებელის მიღებას რამდენიმე წელი ჭირდება.