თელავის გამგეობაში გამოცხადებულ 42 ვაკანტურ ადგილზე 550 განაცხადია შესული
აფციაურისვე განმარტებით, იმ კონკურსანტებს, რომლებმაც ტესტირებაზე მუნიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მათ დასაქმებაზე უარი უთხრა, კონკურსის მეორე ეტაპზე მიღებული ქულები შეუნარჩუნდებთ.
,,გვაქვს ისევ მინიმალური მოთხოვნები და იმ კონკურსანტებს, რომლებიც გასაუბრებაზე ჩაიჭრნენ, ქულები შეუნარჩუნდათ. ისინი მხოლოდ რეგისტრაციას გაივლიან და გასაუბრებაზე ხელახლა გამოცხადდებიან,”– განუცხადა Knews.ge-ს ნინო აფციაურმა.
დაინტერესებულ პირებს საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge ერთდროულად ხუთ სასურველ პოზიციაზე განაცხადების წარდგენა 22 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.
თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 151 გამოცხადებულ ვაკანსიაზე, კონკურსის ბოლო ეტაპი გაიარა 184 აპლიკანტმა, გასაუბრებაზე არ გამოცხადდა 13 აპლიკანტი.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 103 აპლიკანტის კანდიდატურა შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე შათირიშვილს წარუდგინა. კომისიამ 8 კანდიდატის თავისუფალ ადგილზე დანიშვის რეკომენდაციით კი საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარეს, პაატა გიორგობიანს მიმართა.