ახალი ამბები

ახალი ამბები

ალავერდის მონასტერში ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი ტარდება

ალავერდის მონასტერი ქვევრის ღვინის საერთასორის სიმპოზიუმს მესამედ მასპინძლობს. სიმპოზიუმში მონაწილეობენ საქართველოს, აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და სხვა ქვეყნების მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიები და ჟურნალისტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხედულებები ქვევრის ღვინის, ღვინისა და კულინარიის დარგში მიმდინარე ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ. 

Read More
ახალი ამბები

კახელმა მევენახეებმა შესაძლოა ვაზი გაჩეხონ

სიღნაღის რაიონში შესაძლოა წელს მევენახეებმა ყურძნის დაკრეფაზე უარი თქვან და ვაზი გაჩეხონ. ისინი სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ. 

Read More
ახალი ამბები

თელავში ცოდნის ცენტრი ჩამოყალიბდება

არასამთავრობო ორგანიზაცია კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებული საზოგადოების მიერ თელავში ცოდნის ცენტრი ჩამოყალიბდება. ცენტრის დამფუძნებლის ლიკა ნაზღაიძის განცხადებით, დაწყებითი კლასის მოსაწვლეებისათვის ფუნქციონირებას დაიწყებს გახანგრძლივებული ჯგუფები, რომელიც 9:00 სთ-დან 18:30 სთ-მდე იმუშავებს.

Read More
ახალი ამბები

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ველისციხე-ახაშნის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს შეეჯახა „რენაუტისა“ და „ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანები, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა. 

Read More
ახალი ამბები

ყურძენს ამ ეტაპზე 48 ღვინის კომპანია ჩაიბარებს

დღეისათვის ,,რთველი 2015“-ის საკოორდინაციო შტაბში 48 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული. რთველის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყურძენს საკუთარ ვენახებში ღვინის კომპანიები კრეფენ.

Read More
ახალი ამბები

თელავში სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ

თელავის მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს. თელაველები ამბობენ, რომ წყალი სამ დღეში ერთხელ რამდენიმე საათით მიეწოდებათ, რის გამოც წყლის საკმარის მარაგს ვერ იღებენ. ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელისიფლებას სთხოვენ. 

Read More
ახალი ამბები

თესაუში ზაფხულის სკოლამ მუშაობა დაასრულა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ,,ზაფხულის სკოლის“ ფარგლებში საჯარო ლექციების ციკლი დასრულდა. ფინალურ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა, ქართველ და უცხოელ სტუდენტებთან ერთად, საფრანგეთის უნივერსიტეტის- ,,Paris 8“-ის- პროფესორებმა მიიღეს. შეხვედრაზე სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ცხოვრებაზე, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური თანასწორობის პრინციპებზე, პროფესორებისა და სტუდენტების ურთიერთობის საკითხებსა და ცოდნის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

Read More
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი – ყურძნის სუბსიდირების სისტემას აკრიტიკებს

საქართველოს ყოფილი  საგარეო საქმეთა მინისტრი და პაოლიტიკური მოღვაწე სალომე ზურაბიშვილი რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას კომუნისტურ გადმონაშთს უწოდებს. ის სახელმწოფოს მოუწოდებს გლეხები პირველადი სესსხებით, შემოსავალის დაზღვევის დაფინანსებით წაახალისოს.

Read More
ახალი ამბები

პრემიერმა საგარეჯოს მაჟორიტარად თამარ ხიდაშელი წარადგინა

საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, არჩევნებმა თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის შემცვლელი უნდა გამოავლინოს. ახალგაზრდა  იურისტი თამარ ხიდაშელი საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პრემიერმა წარადგინა. 

Read More
ახალი ამბები

ახმეტაში 25 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში მცხოვრებმა 25 წლის მევდლუდ გერლიანმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა დღეს დილით 7 საათზე მოხდა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

Read More