თესაუში ზაფხულის სკოლამ მუშაობა დაასრულა
საერთაშორისო ,,ზაფხულის სკოლა“ თელავში თემაზე – „ცნობიერების ევოლუცია და პოსტ-ჰუმანური საზოგადოება“- სტუდენტური გაერთიანების -„სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის“- ორგანიზებით, თელავში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკოლაში საჯარო ლექციებს ატარებდნენ საბუნებისმეტყველო, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების, ხელოვნების, ფილოსოფიის, ფსიქოანალიტიკისა და ანთროპოლოგიის უმაღლესი რანგის საერთაშორისო წარმომადგენლები.
თესაუში აცხადებენ, რომ სკოლის სამუშაო პროცესში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებიდან, პარიზის, ბერლინის და პადერბორნის უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებმაც სკოლის მუშაობა დადებითად შეაფასეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე გამართულ საჯარო ლექციებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იყო.
პროექტს, რომელსაც მხარს თელავის მერია უჭერდა, აფინანსებდა ფონდი ,,ქართუ”, ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი”, სასტუმრო “ძველი თელავი”, პადერბორნის უნივერსიტეტის (Universität Paderborn) დოქტორანტთა ფონდისა და პარიზის უნივერსიტეტ Paris 8 -ის “ფილოსოფიის თანამედროვე ლოგიკის სასწავლო და კვლევითი ლაბორატორია “ (LLCP).