სალომე ზურაბიშვილი – ყურძნის სუბსიდირების სისტემას აკრიტიკებს
„სანამდე უნდა გრძელდებოდეს ძველი კომუნისტური სისტემა ყურძენის ჩაბარების – გინდათ სახელმწიფო შესყიდვების ფორმით ან კიდევ მსხვილი მეწარმეების მიერ? და ასევე გაუთავებელი უკმაყოფილება დაწესებული ფასით გამოწვეული!
მეღვინეობა გლეხის საქმეა და გლეხს უნდა დაუბრუნდეს .. კი არ აბარებდეს ყურძენს, თვითონ წურავდეს! თავის სახელს არქმევდეს და, ამდენად, ხარისხს თვითონ ამოწმებდეს და უფრთხილდებოდეს ისე, როგორც აკეთებს თავის სახლის ღვინისათვის! ბოთლებში ჩასხმა, ბოთლის გაფორმება, ბაზარზე გატანას ერთი გლეხი მვერ შეძლებებს, აღემატება მის ძალას და მარტო ვერ ახერხეს, კოოპერატიული წესით კი, შესაძლოა, ერთი სოფლის ან რამდენინმე სოფლის მევენახეების შეჯგუფება და დანადგარების ერთად შესყიდვა.
(ასე აღწევს თავს მთელი იტალია, საფრაგეთი და ესპანეთი გარდა შემორჩენილი დიდი საწარმოები რომლებიც უბრალო და იაფფასიან “მაგიდის ღვინოს” უშვებენ) … სახელმწიფო სახსრები ყურძნის სუბსიდირებაში კი არ უნდა იხარჯებოდეს, არამედ ასეთ წვრილ მევენახეობის დახმარებაში, წაქეზებაში, პირველადი სესსხებით, შემოსავალის დაზღვევის დაფინანსებით (გვალვამ თუ სეტყვამ რომ დააზიანოს იმ სემთხვევაში)
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ასე გაიზრდება საქართველოში მაღალ ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, საგვარეულო ღვინის წარმოება, რომელიც გლეხსაც ფეხზე დააყენებს და სახელმწიფოსაც გაუთავისუფლებს თანხებს. ძლიერი გლეხობა ფეხზე რომ წამოდგება სახელმწიფო სუბსიდირებაზე და ყურძნის დაბალ ფასზე აღარ იწუწუნებს … მაგრამ არც მთავრობაზე აღარ იქნება დამოკიდებული საცხოვრებო მინიმუმის მისაღებად და ვერც ხელისუფლება ვეღარ შესძლებს ყურძნით ფასის აწევ-დაწევით გლეხობის ხელსი დაჭერას და საარჩევნოდ მისი გამოყენებას.
ძლიერი გლეხობა, დამოუკიდებელი სოფელი ესაა თავისუფალი საზოგადოების საწინდარი! ამიტომაც არც ერთი ხელისუფლება ამას არ ცდილობს და გრძლედება უცვლელი განაცხადი : “ამ წელს ყურძნის ფასი !”, – წერს დიპლომატი ფეისბუქის გვერდზე.
ზურაბიშვილის ამ მოსაზრებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზურაბიშვილმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური კარიერა მიატოვა და ნიუ-იორკსა და საფრანგეთში მოღვაწეობს. ამჟამად გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელია.