ყურძენს ამ ეტაპზე 48 ღვინის კომპანია ჩაიბარებს
,,კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა. ყურძნის მიღებას რამდენიმე დიდი ღვინის ქარხანა10 სექტემბრიდან გეგმავს”, – განაცხადა სამანიშვილმა. წელს კახეთში 200 000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რაც შეეხება ფასებს. სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით ერთი კილოგრამი რქაწითელი 70 თეთრი ეღირება, ხოლო 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენის ღირებულება კი 85 თეთრი იქნება. მიკროზონებში მოწეული საფერავის ფასი შესაძლოა 1 ლარი ან მაქსიმუმ 1 ლარი და 20 თეთრი იყოს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ყურძნის ჩაბარების საშუალო ფასი ჯერ კიდევ დასადგენია.