ახმეტაში 25 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში მცხოვრებმა 25 წლის მევდლუდ გერლიანმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა დღეს დილით 7 საათზე მოხდა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. სოფელ მაღრაანში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ნოდარ იმედაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი მევლუდ გერლიანი მეგობრებმა და ნათესავებმა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს. მისივე ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდას თვითმკვლელობის მცდელობა ადრეც ჰქონდა. გერლიანი სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტია, როემლიც 6 წლის განმავლობაში მამიდასთან ცხოვრობდა.
„ეხლა მოვინახულე გარდაცვლილის ოჯახი და მეგობრებსაც გავესაუბრე. როგორც მათგან გავიგე, მევლუდ გერლიანს ადრეც უნდოდა თავის მოკვლა. რამდენიმე ხნის წინ კაკლის ხეზე ავიდა, ჩააბა თოკი, გადმოხტა, თოკი გაუწყდა და ჩამოვარდა. მეგობრებმა მითხრეს, რომ თურმე როდესაც დალევდა, საუბრობდა თვითმკვლელობაზე. სანამ თავს მოიკლავდა, წინა დღისით მეგობრებს ერთად დაულევიათ და უკვე ფხიზელი იყო, როდესაც დღეს დილის 7 საათზე თავი მოიკლა“, – განუცხადა Knews.ge-ს ნოდარ იმედაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას.