თელავში ცოდნის ცენტრი ჩამოყალიბდება
ნაზღაიძის ინფორმაციით, ცოდნის ცენტრში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მსურველებს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ ენებსა და ბუღალტერიას შეასწავლიან.
„ასეთი ტიპის ორგანიზაცია თელავში პირველად ყალიბდება. ცოდნის ცენტრში მაღალკვალიფიციური სპეცილისტები მოემსახურებიან I-IV კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ზოგად განათლებას მიიღებენ. ჩვენთან მცირეწლოვანი ბავშვებისათვის სასიამოვნო გარემოა შექმნილი. ჩვენ კლიენტებს ვთავაზობთ ძალიან კარგ მომსახურებას. ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში დაეხმარებიან პროფესიონალი მასწავლებლები. მომსახურებაში, ასევე, შედის ბავშვების კვება, გართობა და ტრანსპორტირება. გახანგრძლივებულ ჯგუფში მშობლის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია საათების დამატება. აბიტურიენტებისათვისაც გვაქვს კარგი შეთავაზება. ცოდნის ცენტრში მათ შესაძლებლობა აქვთ უცხო ენებში, ქართულში, მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის“, – განუცახადა Knews.ge-ს ლიკა ნაზღაიძემ.
ცოდნის ცენტრში ლიტერატურული საღამოებიც გაიმართება. ცენტრის გახსნა 2 ოქტომბერს იგეგმება.