კახეთში ამ დროისთვის 19 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კახეთის რეგიონში 19,2 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მათ შორის 6 600 ტონამდე რქაწითელი, 8 000 ტონამდე საფერავი, 880 ტონამდე კახური მწვანე და 3 800 ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი.
Read More