თელავის მერიამ სოციალურად დაუცველებს შეშის ვაუჩერები გადასცა
პლატონ კალმახელიძის უწყებაში აცხადებენ, რომ მოქალაქეს აღნიშნული ვაუჩერით 230 ლარის ოდენობის ფარგლებში შეუძლია შეშის შეძენა.
,,230 ლარის ღირებულების სათბობი შეშის ვაუჩერი უკვე 451 შესაბამისი საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა. ბიუჯეტიდან ამისთვის 103 730 ლარი გამოიყო. ვაუჩერები წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ათეულ ოჯახს გადაეცემა და არც ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი არ დარჩება შეშის გარეშე”,– აცხადებენ მერიაში.