24 საათიანი თავისუფლების შემდეგ გიგი უგულავა 4 წლითა და 6 თვით დააპატიმრეს
ამნისტიის შესახებ კანონის მიხედვით უგულავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 4 წელსა და 6 თვეს გაატარებს. მოსამართლე დავით ჩხიკვაძემ რიყის ეპიზოდზე თბილისის ყოფილი მერი და დავით კეზერაშვილი გაამართლა . კეზერაშვილს სასამრთლომ პატიმრობა გაუუქმა. რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმეზე დავით კეზერაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა.
უგულავას სასამართლო პროცესი გუშინ დღის 12:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დედაქალაქის ყოფილი მერის უფლებადამცველების შუამდგომლობა პროცესის 1 კვირით გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა გიგი უგულავამ არ ისარგებლა საკუთარი უფლებით პროცესზე და დასკვნით სიტყვაზეც უარი განაცხადა.
დედაქალაქის ყოფილი მერი პატიმრობიდან 17 სექტემბერს გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას.