ახალი ამბები

ყვარელში სტიქიით დაზარალებულთა სახლებში ისევ წვიმს

მათი თქმით, ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა რომლის ნაწილი დღესაც გადასახურია. 
ყვარლელების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ დახმარებას დაპირდა თუმცა პრობლემით არავინ დაინტერესებულა.
სტიქიით დაზარალებულები ამბობენ, რომ წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩასდით და ღამით დაძინების ეშინიათ.
,,შეგვპირდნენ დაზიანებული სახლების გადახურვაში მოგეხმარებითო მაგრამ ერთი თვე გავიდა და არავინ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემით. თავზე გვაწვიმს, ღამე დაძინების გვეშინია. თუ დროულად არ მოგვეხმარნენ ზამთარში რა უნდა ვქნათ არ ვიცით”,- განუცხადეს knews.ge-ს დაზარალებულებმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სტიქიისგან დაზიანებული სახლების გადახურვის სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
,,სტიქიისგან დაზიანებული სახლების ნაწილი უკვე გადახურულია, ახლაც მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები. ეტაპობრივად ყველა დაზიანებულ სახლს შეეცვლება სახურავი და არცერთი ოჯახი არ დარჩება დაუკმაყოფილებელი”,- განუცხადა Knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ კოკორაშვილმა.