სოფელ ანაგაში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი მეორედ გაქურდეს
წაღებულია სეიფი, რომელშიც 9 ათასამდე ლარი ინახებოდა. როგორც ბანკის თანამშრომლები ამბობენ, ოფისში ქურდობის ფაქტი დღეს დილით თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სერვის-ცენტრიდან, საიდანაც ადგილობრივებისთვის პენსია და სოციალური დახმარება გაიცემა, მიმდინარე წელს ფული უკვე მეორედ გაიტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
“გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის დეტალები საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, – განმარტავენ შსს-ში.