სტიქიამ სიღნაღში სამი სოფელი დააზარალა
გამგეობაში აცხადებენ, რომ გადაუღებელი წვიმის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა, ქალაქსა და სოფლებში დატბორა და ჩახერგა ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, რამდენიმე საათის განმავლობაში მოსახლეობას არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილიც.
,,სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ჩახერგა გზები. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგა. უკვე შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოფლებშია გასული და ზარალს ითვლის. ამ დროისთვის გზებზე მოძრაობა აღდგენილია. მოსახლეობას ასევე ელექტროენერგიის მიწოდებაც აღუდგა”,- აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.