“დელტას” მიერ დაზარალებულ ოჯახს დახმარებას გაუწევენ
როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი უწყებები გამოიძიებენ მომხდარის მიზეზებს და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “დელტას” მიერ სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი ადგილობრივი მოსახლის სახლს დაეცა. დამწვარია სახლის სახურავი და დაბზარულია კედლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დელტაში” განმარტავენ, რომ სეტყვასაშიში ღრუბლების აქტიური დამუშავების პროცესში ერთ-ერთი ჭურვი, ტექნიკური ხარვეზის გამო , მწყობრიდან გამოვიდა.