სოფელ კაბალში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ადგილობრივის სახლს დაეცა
დაზარალებულების თქმით, ოჯახში არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სახლის სახურავი და კედელი. ჭურვის დაცემის შედეგად სახლში გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთიც დააზიანა.
,,სახლის სახურავი მთლიანად დაზიანებულია. ცეცხლიც გაჩნდა და სხვა ნივთებიც გააფუჭა. ახლაც შოკში ვართ”,– განაცხადა ნადიფ ასლანოვმა.
კახეთის გუბერნატორის აპარატის წარმომადგენელის, გიორგი ქოქიაშვილის განცხადებით, უამინდობის გამო სეტყვასაშიში ღრუბლების კერის განეიტრალების მიზნით მთელი საღამოს განმავლობაში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს ისროდნენ.
,,მოსალოდნელი იყო ძლიერი სეტყვა და ამიტომ მიმდინარეობდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებიდან ჭურვების სროლა. სახელმწიფო დაზარალებულებს მიყენებული ზარალს სრულად აუნაზღაურებს”,- განაცხადა გიორგი ქოქიაშვილმა.
კრიმინალისტებმა ჭურვი ექსპერტიზაზე გადაიტანეს. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების მუხლით აღიძრა.