კაჭრეთში გოლფის ტურნირი გაიმართა
მატჩი 11 საათზე დაიწყო და 5 საათს გაგრძელდა. ტურნირის ბოლოს გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაგან პირველი ადგილი დაიკავეს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა. მეორე ადგილი მაიკ მარტლის, სემ სმარტსა და გარი დანქლის ხვდა წილად, ხოლო მესამე ადგილი შონ ჰოგანმა, ენკ ჰანმა და რეი პავლოსკისმა გადაინაწილეს.
„კაჭრეთის ამბასადორში გოფლის მოედანი საქართველოში ერთადერთია. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და დანერგვას. ვიმედოვნებთ, რომ სპონსორი კომპანიები ტურნირებს მხარს მომავალშიც აქტიურად დაუჭერენ“, – განუცხადა Knews.ge-ს ამბასადორ გოლფ კლუბის მენეჯერმა ჯინო დოლინიმ.
ტურნირი გაიმართა კომპანიების “კასტელ ჯორჯიას” , “ქრონოგრაფის”, “ტოიოტა ცენტრი თეგეტასა” და ,,FREYWILLE”- ის ფინანსური მხარდაჭერით, რომლებმაც გამარჯვებულებს სპეციალური საჩუქრები გადასცეს. სპორტული ღონისძიების პარტნიორი იყო ლიბერლენდის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში.
„გოლფ კლუბ ამბასადორს“ ერთი წლის არსებობის მანძილზე უკვე 3 საერთშორისო „გოლფ ტურნირი“ აქვს ჩატარებული. ორგანიზატორების ინიციატივით, „ჩემპიონთა თასი გოლფში“ ყოველწლიურად გაიმართება.