“გარემოს დაცვის მინისტრის ნათესაობა ტერორს ახდენს ჩემს მხარდამჭერებზე”
ინაშვილის განცხადებით, აგულაშვილის ნათესავები სოფლების ბადიაურისა და ყანდაურის მოსახლეობას უკრძალავენ მის მხარდაჭერას და შტაბის წევრებს უშლიან სააგიტაციო მასალების გავრცელებას. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპაიტეტის საკრებულოს წევრების მხრიდან მისი აქტივისტების ზეწოლაზეც საუბრობს.
„გარემოს დაცვის მინისტრის უახლოესი ნათესავები ზეწოლასა და ტერორს ახდენენ ჩემს მხარდამჭერებზე. პრაქტიკულად დააშინეს მოსახლეობა და მათ უკრძალავენ ჩემს ღია მხარდაჭერას. ისინი ჩემი შტაბის წევრებს ხელს უშლიან სააგიტაციო მასალების გავრცელებაში. ამ ინფორმაციას მაწვდიან ამ სოფლების მაცხოვრებლები, რომლებსაც ეშინიათ ვინაობის გამხელის. იმავე ინფორმაციას მიდასტურებენ ჩემი წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ ბადიაურსა და ყანდაურაში მუშაობდნენ. მათ მხარს ადგილობრივი საკრებულოს თანამდებობის პირებიც უჭერენ, რომლებსაც კანონი ავალებს,- თანაბარი და ცივილური პირობები შექმნან ყველა კანდიდატისთვის. რესპუბლიკურ პარტიას ასე ესმის დასავლური ღირებულებები? ჩემი ერთადერთი და მთავარი მოკავშირე ხალხია. დაანებონ თავი ამ ხალხს. ნუ აშინებენ იმით, რომ ინაშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ სოციალურ დახმარებებს მოუხსნიან. ამას ვერ მიაღწევენ. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში გავიმარჯვებ და პასუხს აგებს ყველა, ვინც დღეს ყანდაურასა და ბადიაურში ზონდერ-ბრიგადებს დაარბენინებს“, – განუცხადა Knews.ge-ს ირმა ინაშვილმა.
საგარეჯოში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არესპუბლიკელი თამარ ხიდაშელია, ხოლო პატრიოტთა ალიანსიდან კი კენჭს იყრის მედიაკავშირ „ობიექტივის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი იყრის.
საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ხიდაშელი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშნა.