1. მეზობელ ქვეყნებში ქართულ ცხვარზე მოთხოვნა შემცირდა
საექსპორტო ბაზრების დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში შემოყვანილი სომხური ცხვარია, რომელსაც უცხოურ ბაზრებზე ქართულად ასაღებენ.
,,მეცხვარეთა ასოციაციის” თავმჯდომარე ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ ქართული ცხვრის სტაბილური საექსპორტო ბაზრის სტატუსს ამჟამად მხოლოდ აზერბაიჯანი ინარჩუნებს და ისიც იმიტომ, რომ აქ სომხური ცხვარი ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობის გამო ვერ გავა.
