სტატიები

მოტივირებული ახალგაზრდები რეგიონში უნდა დასაქმდნენ

თელავში დაგეგმილი საგან­მანათლებლო გამოფენის შესახებ საზოგადოების შეფასება დადებითია. ყველა თანხმდება, რომ განათლე­ბის მიღება და დასაქმება სა­ქართველოსთვის ერთ-ერთი უპირველესი საკითხია და მისი გადაჭრა აუცილებელია. რა რესურსები არსებობს სა­ქართველოში განათლებისა და და­საქმების პრობლემათა გადასაჭრე­ლად? რას ელოდებიან „განათლების გამოფენის“ ორგანიზატორები და როგორია პრობლემის მიმართ დამო­კიდებულება, ამ თემაზე პროექტის მენეჯერი ცისია ამონაშვილი გვე­საუბრება.

-ჩვენ გვსურს, რომ, რაც შეიძლე­ბა, მალე დაიწყოთ განთლებისა და დასაქმების ხელშეწყობა. პირველ ნაბიჯებს ვდგამთ ამისათვის და დიდი მხარდაჭერა გვაქვს ხელისუ­ფლებისაგან, როგორც ადგილო­ბრივ წარმომადგენლობაში, ასევე, განათლების სამინოსტროშიც. რესურსი ნამდვილად არსებობს და მზაობაც. პროექტი ამ ყველაფრის გათვა­ლისწინებით დაიგეგმა. 

-ცისია, რა არის მთავარი საკითხე­ბი, რასაც ხელს შეუწყობს გამოფე­ნის ორგანიზება?
-პირველ რიგში ესაა აბიტურიენ­ტებისათვის არჩევანის გაადვილება და საორიენტაციო მიმართულების მიცემა განათლების მისაღებად. და არანაკლებ მნიშვნელოვანია კახეთში არსებული ბიზნესსექტო­რის და სამუშაოთა მაძიებლების დაკავშირება ერთმანეთთან.

-რამდენიმე სიტყვით პროგრამის შესახებ გვიამბეთ: ვინ ერთვება, რა­ტომ არის შერჩეული კონკრეტული მიზნობრივი სეგმენტი?
-სამიზნე ჯგუფია – ახმეტის, თელავის, გურჯაანისა და ყვარ­ლის ცხრიდან თორმეტი კლასის მოსწავლეები, რადგან მე- 9 კლასი­დან უკვე შეუძლიათ პროფესიული განათლების მიღება.  ამავე დროს ძალიან მნიშვნე­ლოვანია მოტივირებული ახალ­გაზრდების რეგიონში დარჩენა და დასაქმება. ეს ოთხი რეგიონი კი, ეკონომიკური ზონიდან გამომდი­ნარე შეირჩა. მათი ერთობა ერთ ეკონომიკურ ერთეულს ქმნის.
-რამდენად მნიშვნელოვანია ამ გა­მოფენის რეგულარული განგრძობა­დობა და რა კონკრეტულ შედეგებს ელოდებით ამ აქტივობებიდან?

-მიზნის მისაღწევად და პრობლე­მის დასარეგულირებლად ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული განგრძობადობა, რაც, შესაბამისად, სამუშაოს მაძიებლების, საგანმა­ნათლებლო სექტორსა და ბიზნესს შორის დიალოგის უზრუნვეყოფას უწყობს ხელს, უმნიშვნელოვანესია სამივე კომპონენეტის ჩართულობა პრობლემის მოგვარებისათვის.

-ცისია, გვითხარით, ვინ არიან მხარდამჭერები და რა წვლილი შეი­ტანეს გამოფენის ორგანიზებაში?
-განათლების გამოფენის მხარ­დამჭერები არიან: განათლების სა­მინისტრო, ადგილობრივი მუნიცი­პალიტეტები და მსხვილი ბიზნეს და საგანმანათლებლო ინსტიტუციები. ერთხმად ვთანხმდებით პრობლემის სიმწვავეზე და საერთო ძალით ვც­დილობთ მის მოგვარებას.