სტატიები

ბიზნესი განათლების შესახებ – სოფიო ცისკარიშვილი, სასტუმრო ,,ძველი თელავის““ მენეჯერი

სოფიო ცისკარიშვილი, სასტუმრო ,,ძველი თელავის““ მენეჯერი:

,,სასტუმრო ,,ძველ თელავში“ უკვე 2 წელია, რაც ვმუშაობ და მანამდე არც თუ ისე ბევრ ადგილას მაქვს ნამუშევარი.  2005 წელს დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე თელავის იაკობ გოგე­ბაშვილის სახელობის სახელმწი­ფო უნივერსიტეტში, დავამთავრე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უცხო ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით, 2007 წლიდან დღემდე ვმუშაობ კერძო მასწავლებლად (ვასწავლი ინგლისურ ენას), ამავე წლებში ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაცია ACT-ში ინტერვიუერად. 2012 წელს ვმუშაობდი ,,მედია კაფეში”“.

როგორც ხედავთ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება არ მქონია, მაგრამ ვიცოდი უცხო ენები და ერთი თვის მანძილზე გავიარე გადამზადების კურსები და არ გამჭირვებია მუშაობის გარემოსთან და სტილთან შეგუება. ჩვენთან სასტუმროში ვისურვებდით ისეთ კადრს, რომელიც პირველ რიგში იქნება პასუხისმგებლია­ნი და გულისყურით მოეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ადმინისტრატორის პოზიციაზე დასაქმებულ გოგონებს აუცილებლად მოეთხოვებათ უცხო ენების და კომპიუტერული პროგრამე­ბის ცოდნა. აქ თავისთავად გარეგნობის ფაქტორიც ერთვება.

ჩვენთან ყველა ვაკანტურ ადგილს შერჩევითობის თავისი სპეციფიკა აქვს: დაცვის თანამშრომლებს და მიმტანებს სხვადასხვაგვარი სპეციფიკით ვარჩევთ, მაგრამ თითქმის ყველასთვის საჭიროა უცხო ენების ცოდნა, რადგანაც ყოველდღიურად გვიწევს ტურისტებთან ურთიერთობა”.