თელავის გენდერის ცენტრი აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
თელავის გენდერის მედია ცენტრში გენდერული სტრატრგიის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს. დაიგეგმა გენდერული თანასწორობის შესახებ ფართო საზოგადოების ჩართულობის კამპანია.
მედია ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს World Vision კახეთის ოფისთან და ერთობლივი პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებენ. ოფისის ხელმძღვანელთან ნანა ათუაშვილთან შეხვედრაზე ცენტრის დირექტორმა, მაია მამულაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან ცენტრის საინფორმაციო კამპანიას ახალგაზრდებთან ერთად გენდერის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციებიც შემოუერთდებიან.
თელავის გენდერის მედია ცენტრი