ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ჭადრის ხის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს

ჭადრის ხის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნით, ყოველწლიური სხვლა და ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს. ხის სხვლისა და ფორმირების სპეციალური სამუშაოები ხმელი ტოტების მოჭრით, ამონაყარის ოპტიმიზაციით, არასწორად მზარდი ტოტების მოცილებით, გადამკვეთი და ხახუნა ტოტების მოცილებით, ჰაეროვნების ნათელი სივრცის შექმნით განისაზღვრება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ასევე ითვალისწინებს ხის შიდა გრუნტის დამუშავებას, დასუფთავებასა და ახალი გრუნტით შევსებას(ფესვთა ყელის და შტამბის სადგარის არეალში).
არსებული ფიზიკო-ქიმიური ანალიზის, ფიტოსანიტარული მონიტორინგისა და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, სხვლისა და ფორმირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, 900 წლოვანი ჭადრის ხე ფიტოსანიტარულად დამუშავდება.

უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარე სამუშაოები, კონრტაქტორი კომპანიის წარმომადგენელთან და სპეციალისტთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა მოინახულა. საუკუნოვანი ჭადრის ხის სხვლა-ფორმირებისა და დაკავშირებული სამუშაოები 22 000 ლარით ფინანსდება.