სტატიები

როგორ შევაჩეროთ ტვინების გადინება რეგიონიდან

-დანიელ, თელავის ხშირი სტუ­მარი ხართ, რა გაკავშირებთ თე­ლავთან? 
-2004 წლიდან საქართვე­ლოსთან, თელავთან მაქვს მჭი­დრო ურთიერთობა ქალაქთან პარტნიორობის კომიტეტიდან გამომდინარე. ამ დროის განმავ­ლობაში სხვადასხვა პროექტები განვახორციელე: თელავის რუკა, პირველი მუსიკალური სკოლის აღდგენა, საბაკალავრო სასწავლო პროგრამა – პროექტის მენეჯმენტი (სამშენებლო და მცირე ბიზნესის მენეჯმენტი), საყოფაცხოვრე­ბო ნარჩენები/დასუფთავება და პროფესიული საგანმანათლე­ბლო პროგრამის გაუმჯობესება: მშრალი მშენებლობა, სანირება და თბოიზოლაცია, მღებავის, ელექტრიკოსის და მლესავის პრო­ფესიული გადამზადება თბილისის პროფ. კოლეჯში. 
ჩემი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა განათლება. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პრა­ქტიკის საშუალება მივცე ახალ­გაზრდებს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ ფირმებს ვთხოვო მონაწილეობა მიიღონ გადასამზადებელ პროგრამებში ვორქშოპებისა და სემინარების სახით, ასევე ჩაერთონ პროექტის დაგეგმვის პროცესში. 
თელავში ყოველთვის სიამოვნე­ბით მოვდივარ, ერთი მხრივ, ბევრი მეგობრის გამო, რომლებიც აქ შე­ვიძინე, და, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ჩემი კვალიფიკაციის გამო­ყენება ძალიან კარგად შემიძლია. 3 წლის განმავლობაში ელე­ქტრიკოსის პროფესიულ გა­ნათლებას დავეუფლე, ხოლო 2 ½წელი დურგლის პროფესიას ვსწავლობდი. 3 წლის განმავ­ლობაში ვფლობდი სასტუმროს რესტორნით, რომელსაც ვხელ­მძღვანელობდი. ასევე, სამი წლის განმავლობაში მქონდა საკუთარი ფირმა პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით და აკადემიუ­რი/უმაღლესი განათლება მაქვს მშენებელ-ინჟინრის, მშენებლო­ბის მიმართულებით დავამთავრე მაგისტრატურა. დამატებით, ამ სფეროს კონკრეტულ მიმართუ­ლებებში, უფრო დიდი გამოცდი­ლება მაქვს. 
– როგორ წარმოიშვა განათლე­ბის გამოფენის იდეა და რა მიზნები აქვს მას? 
– ჩემი, როგორც დამოუკიდე­ბელი მეწარმის გამოცდილება მიჩვენებს, რომ კომპეტენტუ­რი თანამშრომლის მოძიება ძა­ლიან მნიშვნელოვანია. ცოდნა და კომპეტენცია ხელოსნობის უნარ-ჩვევით მოთხოვნადია ბა­ზარზე, მნიშვნელოვანია: კარგი თანამშრომელი არის ის, ვისი ნიჭიც რეალიზდება და საქმდება მისთვის საინტერესო სფეროში. ასევე მნიშვნელოვანია, მისი გა­ნათლება გათვლილი იყოს და­საქმების ბაზარზე. ეს ეხმარება სამუშაოს მაძიებელს და ფირმას განსაზღვროს მისი კომპეტენცია. შესაბამისი თანამშრომლის გა­რეშე არ არსებობს ფირმის ზრდა და ხარისხი. 
როდესაც ვხედავ, რომ ბევრი ახალგაზრდა აქედან თბილისში ან საზღვარგარეთ მიდის, გული მტკივა. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენი რეგიონისთვის დაკარგულე­ბი არიან. ძალიან მცირე ნაწილი ბრუნდება უკან, რამდენად კმაყო­ფილები არიან მათით ფირმები ეს სხვა საკითხია. 
რაც მე მაღელვებს, ესაა საზღ­ვარგარეთ ავტომატური გადინე­ბის საფრთხე, ემიგრაცია. ეს არის ფატალური შედეგი როგორც წამ­სვლელთათვის, ასევე, ქვეყნის ეკო­ნომიკისათვის. თანამშრომლების ნაკლებობის გამო ფირმები იძუ­ლებულნი არიან დატოვონ ქვეყანა ან რეგიონი. ისინი ხშირად მაღალ საკვალიფიკაციო სტანდარტებს აყენებენ. რაც ყოველთვის არაა გამართლებული, რადგან ხშირად ეს პუნქტი ვერ სრულდება. 
ნიჭიერი ახალგაზრდობა და ზრდასრულებიც ტოვებენ რე­გიონს უკეთესი განათლებისა და სამუშაოს საძიებლად. საგან­მანათლებლო ინსტიტუციებს პრობლემა აქვთ მოტივირებული სტუდენტების და ხარისხიანი სა­განმანათლებლო პროგრამების, კვალიფიციური კადრი ტოვებს რეგიონს კარგი სამუშაოს საპო­ვნელად, წარმატებული ფირმები ტოვებენ რეგიონს კვალიფიციუ­რი კადრის საპოვნელად. 
– ახლა მოგვიყევით, ვინ უჭერს მხარს და როგორ რეალიზდება განათლების გამოფენის იდეა? 
– კარგი კითხვაა, მაგრამ ძნელია საპასუხოდ. ფინანსურ მხარ­დაჭერას ახორციელებს GIZ ,,კავკასიის ქალაქთა ქსელის“ მცირებიუჯეტიანი პროექტების ფარგლებში გერმანიის განვი­თარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით. დიდი მხარდაჭერა გვაქვს განათ­ლების სამინისტროს (სკოლები, რესურს ცენტრები, უნივერსიტე­ტი და პროფესიული კოლეჯები), არასამთავრობო სექტორის, სა­მთავრობო წარმომადგენლობის (გუბერნია და თელავის, ახმეტი, გურჯაანისა და ყვარლის მუნი­ციპალიტეტბისა და საკრებუ­ლოები) და რეგიონის ბიზნესის ფართო სპექტრის მხრიდან. 
თელავი გამოფენის მასპინძე­ლია. პროექტი დაახლოებით, 3 წლის წინ დაიწერა. კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტი იყო პრო­ფორიენტაციის შეტანა სკოლე­ბში. კონკრეტულად კი თვითშე­ფასების ტესტის საფუძველზე მოსწავლეთა შესაძლებლობების დადგენა. მიზანია, შესაძლებ­ლობებისა და პროფესიის თანხ­ვედრა მოსწავლეებში. ეს ყვე­ლაფერი პიროვნების წარმატე­ბის საფუძველია. სასიამოვნოდ გავვოცდით, რომ განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით უკვე მუშაობს და საკმაოდ წარ­მატებულადაც. 
– დანიელ, რას ელოდებით ამ გამოფენიდან? 
– ველი საინტერესო დისკუსიას მოსწავლეებს, დამსაქმებლებს და საგანმანათლებლო ინსტიტუ­ციებს შორის. გამოფენის გან­მეორებისათვის აუცილებელია, რომ დიალოგი მომავალშიც გა­გრძელდება, განსაკუთრებით სა­განმანათლებლო ინსტიტუციებს, ბიზნესსა და პოლიტიკოსებს შორის. სხვათაშორის, ეს გამო­ფენა სამუშაოს მაძიებლებისა და გადამზადების მსურველთათვი­საც მნიშვნელოვანია. 
 რა გამოცდილებაა ამ მხრივ გერმანიაში და რა როლი აქვს სახელმწიფოს ხარისხიანი განათ­ლების, ბიზნეს განვითარებისთვის და ასევე სახელმწიფო როგორ უწყობს ხელს დასასქმებაში? 
– გერმანიაში სახელმწიფოს მოვალეობაა პროფორიენტაციის მიმართულებით მუშაობა, რაც განათლების სამინისტროს საშუალებით ხორციელდება. ამის შემდეგ ხდება დადგენა მოსწავლის საგანმანათლებლო მიმართულების დადგენა პროფე­სიული განათლების, ან უმაღლესი განათლების მიმართულების არ­ჩევა. განვიხილოთ პრაქტიკული პროფესიული განათლება. გვაქვს ორმაგი სისტემა. პრაქტიკული განათლება მიმდინარეობს ფირ­მაში, სადაც სტუდენტი მუშაობს და სწავლობს. თეორიული განათ­ლება ხდება სახელმწიფო პრო­ფესიულ კოლეჯებში, რომელიც გრძელდება 2-დან 3 წლის განმა­ვლობაში. ამის შემდეგ შესაძლე­ბელია ტექნიკური ან ოსტატის გადასამზადებელი კურსის გავლა. ფირმების უმრავლესობა სთავაზ­ობს გადასამზადებელ კურსებს. ამ ორი გზიდან ერთჶერთის გავლის შემდეგ შესაძლებელია საუნი­ვერსიტეტო განათლების მიღება, რისი კარგი მაგალითიც ვარ მე. ჩემი ორი პროფესიული განათ­ლების შემდეგ 31 წლის ასაკში დავიწყე უნივერსიტეტში სწავლა. 
სახელმწიფო დასაქმების სის­ტემა გერმანიაში დასაქმების ბაზრის უმნიშვნელოვანეს ნაწილს იღებს თავის თავზე. დასაქმების სამსახური აგროვებს სამუშაოს მაძიებელთა მონაცემებს და აწვ­დის მათ ინფორმაციას სხვადასხვა ვაკანსიების შესახებ. ამავედროს ის რეკომენდაციას უწევს დამსა­ქმებლებსა და დასაქმების მსურ­ველებს. ფირმები აწვდიან მათ ვაკანსიებს. 
– რა რჩევას მისცემდით ბიზ­ნესს? 
– სამი რჩევა მაქვს: 1. განათ­ლებაში ჩადონ ინვესტიცია. მაგა­ლითად, პროფ. კოლეჯებს სჭირ­დებათ უკუკავშირი მათ მიერ შეთავაზებული განათლებისა და დამსაქმებლების საკვალიფიკა­ციო მოთხოვნებს შორის. 2. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება წარმატე­ბული თანამშრომლები გააგზა­ვნონ პროფ. კოლეჯებში ლექციე­ბის წასაკითხად; 3. გამჭირვალე ვაკანსიების შეთავაზება (კომ­პეტენციები, ცოდნა, უნარები); ასევე, კარგი იქნება, თუ ფირმები იზრუნებენ ცენტრალიზებული ადგილის შექმნაზე, სადაც სამუ­შაო ბაზარი, ვაკანსიები და საგან­მანათლებლო შესაძლებლობების მიწოდება მოხდება. 
აბიტურიენტებისათვის რჩევა იქნება, რომ გამოიჩინონ მეტი პრაქტიკულობა. რა არის მათი პერსპექტივები კონკრეტულ სფეროში. რას აკეთებენ ისინი სიამოვნებით, რას ამბობენ სხ­ვები მათი შესაძლებლობების შესახებ? როგორ შეუძლიათ საკუთარი ნიჭის, ინტერესებისა და ხასიათის განვითარება? ესაუ­ბრეთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. საგანმანათლებლო ინსტი­ტუციების არჩევანის შესახებ – დარწმუნდით კონკრეტულად რისი სწავლა გსურთ, სანამ გა­დაწყვეტთ სად ისწავლით. გადაწყვეტილება მიიღეთ გა­ნათლების შინაარსის და არა მისი სახელწოდების და კვალი­ფიკაციის მიხედვით. შეამოწმეთ განათლების პრაქტიკული კომ­პეტენციები და შესაბამისობა. გადაწყვეტილება მიიღეთ იმ საგანმანათლებლო პროგრამის მიმართ, რომელიც უზრუნველყო­ფს თქვენს შემოსავალსა და გზას გაგიხსნით ფართო პროფესიული სპექტრისაკენ.